ჰაკან ფიდანი - თურქეთმა სირიაში დარტყმებთან დაკავშირებით ისრაელს საკუთარი მოსაზრებები სადაზვერვო სამსახურის მეშვეობით გადასცა
ჰაკან ფიდანი - თურქეთმა სირიაში დარტყმებთან დაკავშირებით ისრაელს საკუთარი მოსაზრებები სადაზვერვო სამსახურის მეშვეობით გადასცა

თურქეთმა ისრაელის მიერ სირიაზე მიტანილი იერიშების შესახებ საკუთარი მოსაზრება ისრაელს დაზვერვის სამსახურის საშუალებით გადასცა, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა.

ფიდანის თქმით, მათ მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ სირიაში აშშ-ის ელჩთან, ასევე თურქეთში აშშ-ის ელჩთან. მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთს არ სურს არეულობა სირიაში.

„მიუღებელია, რომ იქაური დრუზების ნაწილი წაქეზებულია და მხარდაჭერილია ისრაელისგან, რაც არასტაბილურობის ფაქტორია. დრუზებს და ბედუინებს შორის შეტაკებები უნდა დასრულდეს უსაფრთხოების ძალების ჩარევით. ორივე მხარიდან სამოქალაქო პირთა მსხვერპლის თავიდან აცილება არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვმუშაობთ მჭიდრო მეგობრებთან რეგიონში. ამერიკასთან ერთად მუშაობით, ვიმედოვნებთ, მომდევნო სამ-ოთხ საათში გადავიდეთ სიმშვიდისა და ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში“, – აღნიშნა ფიდანმა.