ჰაკან ფიდანი - თურქეთი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს, ლიდერთა პოტენციურ სამიტს სტამბოლში უმასპინძლოს
ჰაკან ფიდანი - თურქეთი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს, ლიდერთა პოტენციურ სამიტს სტამბოლში უმასპინძლოს

თურქეთი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს, ასევე ლიდერთა პოტენციურ სამიტს სტამბოლში უმასპინძლოს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა.

ფიდანის თქმით, თურქეთმა ოფიციალურად შესთავაზა უკრაინასა და რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდის ჩატარება სტამბოლში, რომელიც „შესაძლოა, მოიცავდეს ლიდერთა სამიტსაც“.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, ვუმასპინძლოთ მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდს და ლიდერთა შესაძლო სამიტს სტამბოლში“, – განაცხადა ფიდანმა.

ამასთან, ფიდანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ინარჩუნებს კონსტრუქციულ ურთიერთობებს ორივე მხარესთან.

„ჩვენ წარმატებით შევუწყვეთ ხელი მათ დაბრუნებას მოლაპარაკების მაგიდასთან. დიალოგი და დიპლომატია თურქეთის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედად დარჩება“, – განაცხადა ფიდანმა.