ჰაკან ფიდანი - სირიაში მოქმედი დაჯგუფებები დაყოფისა და დესტაბილიზაციისკენ თუ წავლენ, თურქეთი ამას თავისი ეროვნული უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხედ ჩათვლის და ჩაერევა
სირიაში მოქმედი დაჯგუფებები დაყოფისა და დესტაბილიზაციისკენ თუ წავლენ, თურქეთი ამას თავისი ეროვნული უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხედ ჩათვლის და ჩაერევა, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა.
თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ისრაელი ატარებს პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონის დასუსტებას და ქაოსის შენარჩუნებას.
ფიდანმა აღნიშნა, რომ ისრაელი, რომელსაც არ სურს თავის რეგიონში სტაბილური ქვეყნის ხილვა, სირიის გაყოფას ისახავს მიზნად.
13 ივლისს ქალაქ სუვეიდაში ბედუინ არაბ ტომებსა და დრუზების შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის შეტაკება დაიწყო, რასაც ისრაელის საჰაერო დარტყმები მოჰყვა, მათ შორის დამასკოში სირიის სამხედრო პოზიციებსა და ინფრასტრუქტურაზე.