ჰაკან ფიდანი - ისრაელის გადაწყვეტილება ქალაქ ღაზის დაკავების შესახებ არის ექსპანსიის ახალი ფაზის და გენოციდური პოლიტიკის გაგრძელება
ისრაელის გადაწყვეტილება ღაზის დაკავების შესახებ არის ექსპანსიის ახალი ფაზის და გენოციდური პოლიტიკის გაგრძელება, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
ფიდანის თქმით, ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს საომარი გეგმები, დათანხმდეს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას და დაიწყოს მოლაპარაკებები ორი სახელმწიფოს გადაწყვეტაზე.
„ყველა გადადგმული ნაბიჯი ფუნდამენტალისტი ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ, რომ გააგრძელონ გენოციდი პალესტინელების წინააღმდეგ და გააფართოონ ოკუპაცია, მძიმე დარტყმას აყენებს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ზრდის რეგიონულ არასტაბილურობას და აღრმავებს ჰუმანიტარულ კრიზისს“, – განაცხადა ჰაკან ფიდანმა.
ფიდანმა ასევე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუშლის ისრაელის ქმედებებს.