ჰაკან ფიდანი – ირანზე თავდასხმა, ომის ხელახლა დაწყება არასწორია, ირანი მზად არის ბირთვულ საკითხზე ხელახლა მოლაპარაკებებისთვის
ირანზე თავდასხმა არასწორია, ომის ხელახლა დაწყება არასწორია. ირანი მზად არის ბირთვულ საკითხზე ხელახლა მოლაპარაკებებისთვის, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა.
ამასთან, ფიდანი აშშ-ს რჩევას აძლევს, ირანთან დაკავშირებით საქმეები დახუროს. მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ირანული მხარისთვის რთული იქნება ახალი რეგულაციების აღქმა და გადახარშვა.
„ჩემი რჩევა ამერიკელ მეგობრებს: ირანელებთან დაკავშირებით დახურეთ საქმეები ერთმანეთის მიყოლებით. დაიწყეთ ბირთვულით, დახურეთ ის. მათ პაკეტად თუ წარმოადგენთ, ჩვენი ირანელი მეგობრებისთვის ძალიან რთული იქნება ამის აღქმა და გადახარშვა. შეიძლება, მათ დამამცირებლად მოეჩვენოთ და ხელმძღვანელობისთვის ახსნა რთული იქნება. ჩვენ თუ შევძლებთ, რომ ყველაფერი უკეთესად ასატანი გავხადოთ, ეს დაგვეხმარება“, – განაცხადა ჰაკან ფიდანმა.
Turkish Foreign Minister Hakan Fidan:
It’s wrong to attack on Iran, it’s wrong to start the war again. Iran is ready to negotiate on nuclear file again.
My advice to the American friends: close the files one by one with Iranians. Start with nuclear, close it, and not get it as… pic.twitter.com/TtGDV9l9uQ
— Clash Report (@clashreport) January 28, 2026