ჰაკან ფიდანი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ფრონტის ხაზთან გაჩერდეს, თუ უკრაინის მიერ კონტროლირებადი დონბასის დარჩენილ ნაწილს მიიღებს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით, რუსეთი მზადაა, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ფრონტის ხაზთან გაჩერდეს, თუკი მიიღებს უკრაინის მიერ კონტროლირებადი დონბასის დარჩენილ ნაწილს.
ჰაკან ფიდანმა ამის შესახებ „ჰაბერლერთან” ინტერვიუში ისაუბრა.
„ამ დროისთვის არსებობს წინასწარი შეთანხმება მათთვის დონეცკის ოლქის დარჩენილი 25-30%-ის გადაცემაზე და ზაპოროჟიესა და ხერსონის შენარჩუნებაზე შეხების ხაზების საზღვრებში“, – ციტირებს გფიდანის სიტყვებს გამოცემა.
კრემლში ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.