ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გაერო დაახლოებით 8 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს
ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გაერთიანებული ერების ორგანიზაცია დაახლოებით 8 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს.
აღნიშნულის შესახებ ჰუმანიტარულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მარტინ გრიფიტსმა განაცხადა.
„8 მილიონ აშშ დოლარს გამოვყოფთ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ცენტრალური ფონდიდან, ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის საპასუხოდ. ეს თანხა გაიგზავნება სტიქიით დაზარალებული ადამიანებისთვის სამედიცინო დახმარების, სუფთა წყლის, დროებითი თავშესაფრისა და სანიტარული ზომების მისაღებად“, – აღნიშნა გრიფიტსმა.
I am allocating $8 million from @UNCERF to support the humanitarian response to the earthquake that struck #Haiti yesterday.
This allocation will provide essentials like healthcare, clean water, emergency shelter, and sanitation for people affected by the disaster. pic.twitter.com/YAhYIhL4YK
— Martin Griffiths (@UNReliefChief) August 15, 2021