ჰაიტის მახლობლად 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის გამო ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ჰაიტის მახლობლად 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის გამო ცუნამის საფრთხე გამოცხადდა

ჰაიტის მახლობლად 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის გამო ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. აღნიშნულის შესახებ „ცუნამის შესახებ ინფორმაციის ამერიკული ცენტრი“ იტყობინება.

„7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაატყდა ჰაიტის რეგიონს. არსებული მონაცემების საფუძველზე ცუნამის საშიშ ტალღებს ვპროგნოზირებთ“, – ნათქვამია გავრცელებულ ცნობებში.

მანამდე, აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიწისძვრის სიმძლავრე 7 ბალი იყო.