ჰაიტის ხელისუფლებამ აშშ-სა და გაერო-ს თხოვნით მიმართა, ქვეყანაში სამხედრო ძალები გააგზავნონ
ჰაიტის ხელისუფლებამ აშშ-სა და გაერო-ს თხოვნით მიმართა, ქვეყანაში სამხედრო ძალები გააგზავნონ

ჰაიტის ხელისუფლებამ აშშ-სა და გაერო-ს თხოვნით მიმართა, ქვეყანაში სამხედრო ძალები გააგზავნონ.

როგორც ჰაიტის მთავრობაში აცხადებენ, უცხოელი ჯარისკაცები ქვეყნის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას დაიცავენ.

აშშ-ში უკვე განაცხადეს, რომ ჰაიტისთვის სამხედრო დახმარების შეთავაზება არ გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ ჰაიტიში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ქვეყნის პრეზიდენტი ჟოვენელ მოისი მოკლეს. ჰაიტის პოლიციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მკვლელობაში უცხოელი დაქირავებული მებრძოლები არიან ეჭვმიტანილები. 17 პირი უკვე დაკავებულია. მათ შორის არიან კოლუმბიელები და ორი წარმოშობით ჰაიტელი აშშ-ის მოქალაქე.

აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა ჰაიტის მთავრობას პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიებაში დახმარება უკვე შესთავაზა.