ჰადას მეიცადი - მოცემულ მომენტში მთელი ძალისხმევა მიმართულია ბრძოლისკენ, ჩვენ გვაქვს საკუთარი თავის გამოძიების ტრადიცია, რათა მომავალში უკეთესები ვიყოთ, არ დავუშვათ მსგავსი რამის გამეორება
ჰადას მეიცადი - მოცემულ მომენტში მთელი ძალისხმევა მიმართულია ბრძოლისკენ, ჩვენ გვაქვს საკუთარი თავის გამოძიების ტრადიცია, რათა მომავალში უკეთესები ვიყოთ, არ დავუშვათ მსგავსი რამის გამეორება

მოცემულ მომენტში მთელი ძალისხმევა მიმართულია ბრძოლისკენ, ჩვენ 2006 წელს გვქონდა ლიბანის მეორე ომი, 1973 წელს იომ ქიფურის ომი და არა მხოლოდ ეს. სამწუხაროდ, ჩვენ გვქონდა ესკალაციის მრავალი დღე და მრავალი ომი და თითოეული მათგანი ყოველთვის იყო გამოძიებული, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა განაცხადა.

ელჩის თქმით, ისრაელში 7 ოქტომბერს მომხდარზე გამოძიება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და თავდაცვისუნაიანობისთვის კეთდება.

„ზოგადად ისრაელის სახელმწიფოს იდეაზე ვისაუბრობთ, ჩვენ გვაქვს საკუთარი თავის გამოძიების ტრადიცია, რათა მომავალში უკეთესები ვიყოთ და რომ არ დავუშვათ მსგავსი რამის გამეორება“, – განაცხადა ჰადას მეიცადმა.