ჰადას მეიცადი - გვჯერა, ჰოლოკოსტის ხსოვნა კაცობრიობის ფუნდამენტური ვალდებულებაა, საჭიროა გაკვეთილების სწავლა მისგან, რომ აღარასდროს აღმოვჩნდეთ მსგავს სიტუაციაში
დღეს, 27 იანვარს აღვნიშნავთ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა საერთაშორისო ხსოვნის დღეს, ეს არის საქართველოს პარლამენტის და ისრაელის საელჩოს ერთობლივი ღონისძიება, გვჯერა, რომ ჰოლოკოსტის ხსოვნა კაცობრიობის ფუნდამენტური ვალდებულებაა, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა განაცხადა.
ელჩის თქმით, ჰოლოკოსტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა არა მხოლოდ ისრაელისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის.
„წელს ჩვენ ვხედავთ ანტისემიტიზმის ზრდას გლობალურად, რამაც საგანგაშო სიმაღლეს მიაღწია. მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარს სჯერა ანტისემიტური შეხედულებების. ასევე საქართველოში, სადაც არის კულტურული თანაარსებობის შესანიშნავი მემკვიდრეობა, განსაკუთრებით ებრაულ თემთან დაკავშირებით. ჩვენ აქ ჯერ კიდევ ვხედავთ ანტისემიტური სტერეოტიპების ძალიან შემაშფოთებელ ზრდას ებრაელებთან დაკავშირებით. გვჯერა, უკიდურესად მნიშვნელოვანია ერთობლივი მუშაობა განათლების კუთხით, განათლებაში ინვესტირებით, ამისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. წელს ჩვენ დავიწყეთ ხელოვნების კონკურსი ჰოლოკოსტის ხსოვნასთან დაკავშირებით საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ მივიღეთ 250 ხელოვნების ნამუშევარი ქალაქებიდან თუ სოფლებიდან. გული გაგვითბო იმის ნახვამ, თუ როგორ ჩაერთნენ ისინი ასეთ რთულ საკითხთან დაკავშირებულ კონკურსში. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ როდესაც ახლა ვლაპარაკობთ, „ჰამასს“ და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედებულია. დავმშვიდდით, რომ ვხედავთ შვიდი ქალი მძევლის სახლში დაბრუნებას. ველოდებით დანარჩენ მძევლებსაც, კიდევ 26 მათგანი უნდა გათავისუფლდეს ამ შეთანხმების მიხედვით. კიდევ 65 მძევალია „ჰამასის“ ხელში და ველოდებით ყველა მათგანის სახლში დაბრუნებას. ჰოლოკოსტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა არა მხოლოდ ისრაელისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის. საჭიროა გაკვეთილების სწავლა მისგან, რომ აღარასდროს აღმოვჩნდეთ მსგავს სიტუაციაში“, – განაცხადა ელჩმა.