ჰაალანდი ჩემპიონთა ლიგაზე კვირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს #1TVSPORT
უეფა-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა „დორტმუნდის“ ნორვეგიელი თავდამსხმელი ჩემპიონთა ლიგაზე კვირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო შეხვედრაში „დორტმუნდმა“ და „სევილიამ“ ფრე ითამაშეს – 2:2.
დორტმუნდელთა მხრიდან ორივე ბურთი ერლინგ ჰაალანდმა გაიტანა და დუბლის ავტორი გახდა. გერმანული კლუბი სწორედ ნორვეგიელი ფორვარდის დუბლის წყალობით, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა. შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში დორტმუნდელებმა „სევილია“ 3:2 დაამარცხეს და იმ შეხვედრაშიც ჰაალანდმა დუბლი შეასრულა.