ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დელეგაცია საქართველოში ვიზიტით იმყოფება

11:14, 07.05.2019
THE HAGUE, NETHERLANDS - JULY 23: View of the International Criminal Court as Dutch prosecuters consider a war crimes investigation of the Malaysia Airlines crash July 23, 2014 in The Hague, The Netherlands. Malaysia Airlines flight MH17 was travelling from Amsterdam to Kuala Lumpur when it crashed killing all 298 on board including 80 children. The aircraft was allegedly shot down by a missile and investigations continue over the perpetrators of the attack.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დელეგაცია საქართველოში ვიზიტით იმყოფება. საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი აცხადებს, რომ ვიზიტის მიზანია, ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს მოსახლეობას და დაინტერესებულ პირებს სასამართლოს საქმიანობის შესახებ.

„იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტიც არის, რომ საზოგადოებას მუდმივად ჰქონდეს ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე. ჩვენ, ჩვენი მხრიდან, ვახორციელებთ არაერთ საინფორმაციო კამპანიას და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებას. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროსთან მათი შეხვედრის თემაც სწორედ ეს არის.

ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ჰააგის სასამართლოსთან. მათ შორის, ამ კომპონენტში, რომ მაქსიმალურად კოორდინირებული იყოს ჩვენი საქმიანობა; ჩვენი შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა წრესა თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რათა ინფორმაცია, რომელიც მათ მიეწოდებათ, იყოს მაქსიმალურად სასარგებლო − ერთი მხრივ, ინფორმაცია ჰქონდეთ როგორც მთავრობისგან, თუ რას აკეთებს სახელმწიფო ამ პროცესში და რა ეტაპზეა ჩართული, ხოლო მეორე მხრივ, უშუალოდ პირველადი წყაროსგან, ამ შემთხვევაში სასამართლოსგან, რომელიც თვითონ წარმართავს ამ პროცესებს − პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

მსგავსი