ჰააგის სასამართლო ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების სავარაუდო დანაშაულებს არ გამოიძიებს
ჰააგის სასამართლო ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების სავარაუდო დანაშაულებს არ გამოიძიებს

ჰააგის სასამართლო ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების სავარაუდო დანაშაულებს არ გამოიძიებს, – ამის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ახალმა მთავარმა პროკურორმა კარიმ ხანმა განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიება უნდა იყოს ფოკუსირებული რადიკალური მოძრაობა „თალიბანისა“ და ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ქმედებებზე.

შეგახსნებთ, კარიმ ხანის წინამორბედი ფატუ ბენსუდა 2017 წლიდან ითხოვდა თალიბების, ავღანეთის არმიისა და ასევე ამერიკელი სამხედროების მიერ ავღანეთში ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიებას.

ბენსუდა აცხადებდა, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ 2003-დან 2014 წლამდე პერიოდში ავღანეთში ომის დანაშაული იყო ჩადენილი. მათ შორის თალიბების მიერ მოქალაქეთა მასობრივი მკვლელობა და პატიმრების წამება ავღანეთის ხელისუფლებისა და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს ციხეებში.

2020 წელს ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატამ გამოძიების დაწყების ნებართვა გასცა. თუმცა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ახალი მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ თალიბების ხელისუფლებაში მოსვლამ „ძირეულად შეცვალა“ მდგომაროება და გამოძიება ხელახლა უნდა დაიწყოს. თუმცა, მისივე თქმით, ჰააგის სასამართლოს რესურსი შეზღუდულია და ამიტომ აუცილებელია ფოკუსირება იმ საქმეებზე, რომლებზეც დიდი ალბათობით განაჩენის გამოტანა მოხერხდება.

ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებას, უარი ეთქვა ამერიკელი სამხედროების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშუალების გამოძიებაზე, სახელმწიფო დეპარტამენტში მიესალმნენ. განსხვავებული პოზიცია აქვთ უფლებადამცველებს, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ. „ამნესთის ინთერნეშენელში“ აცხადებენ, რომ 2021 წელის აგვისტოს ბოლოს აშშ-ის მიერ უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული იერიში, რა დროსა 10 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები დაიღუპნენ, ცხადჰყოფს, რომ ჰააგის სასამართლომ უნდა გადახედოს გადაწყვეტილებას.