ჰააგის პოლიციამ სავაჭრო ცენტრში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა
ჰააგის პოლიციამ სავაჭრო ცენტრში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა

ჰააგის პოლიციამ სავაჭრო ცენტრში მოქალაქეებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავა.

როგორც პოლიციაში აცხადებენ, ამ ეტაპზე დანაშაულის მოტივი უცნობია.

„ბიბისის“ ინფორმაციით, დაშავებული მოზარდები, რომელთა ასაკი 13-დან 15 წლამდე მერყეობს, ერთმანეთს არ იცნობენ.

ამჟამად დაკავებული მამაკაცი პოლიციაშია გადაყვანილი.

თავდასხმა ჰააგის ცენტრში, 29 ნოემბერს საღამოს მოხდა. დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა მოზარდები დაჭრა. პოლიციაში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე არ აქვთ მტკიცებულება, რომ მომხდარი ტერორიზმთან არის დაკავშირებული.