ჰააგაში უცნობმა პირმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა
ჰააგაში უცნობმა პირმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა

ჰააგაში უცნობმა პირმა რამდენიმე ადამიანი დანით დაჭრა. „ბიბისის“ ცნობით, ინციდენტი ქალაქის მთავარ სავაჭრო ქუჩაზე მოხდა.

ბოროტმოქმედი მოქალაქეებს თავს სავაჭრო ცენტრში დაესხა. პოლიცია 45-დან 50 წლამდე მამაკაცს ეძებს.

სოციალური მედიით გავრცელებულ ფოტოებზე საგანგებო სამსახურების თანამშრომლები ჩანან, რომლებიც ადგილზე არიან მობილიზებულნი.

დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და დანაშაულის მოტივი ჯერ უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ჰააგაში თავდასხმას წინ უსწრებდა ანალოგიური ინციდენტი ლონდონში. ლონდონბრიჯზე მამაკაცი გამვლელებს დანით დაესხა თავს. „სკოტლანდ იარდმა“ მომხდარი ტერაქტად გამოაცხადა.