ჰააგაში ულტრამემარჯვენე აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე

21:52, 19.09.2026

ჰააგაში ულტრამემარჯვენე აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ დაგეგმილი მსვლელობა აკრძალა.

მედიის ცნობით, დემონსტრანტებმა პოლიციის მიმართულებით პიროტექნიკისა და სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს.

პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.

დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ ბანერები მიგრანტების ქვეყნიდან გასვლის მოწოდებებით.

ნიდერლანდების იუსტიციის მინისტრმა, დევიდ ვან ვილმა განაცხადა, რომ მომხდარს „უკიდურესად მკაცრი“ რეაგირება უნდა მოჰყვეს. მისი თქმით, აქციის მონაწილეები ნაცისტურ და ანტისემიტურ სლოგანებს სკანდირებდნენ და თავს ესხმოდნენ პოლიციელებს.

„მადლობა ყველა პოლიციელს, რომელიც კვლავ იცავს ჩვენს დემოკრატიულ სახელმწიფოს“, – განაცხადა დევიდ ვან ვილმა.

მსგავსი