ჰააგაში, საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 400-მდე დემონსტრანტი დააკავა
ჰააგაში, საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 400-მდე დემონსტრანტი დააკავა

ჰააგაში, „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქციაზე ადგილობრივმა პოლიციამ 400-მდე დემონსტრანტი დააკავა.

„როიტერის“ ინფორმაციით, პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლიც. საპროტესტო აქციის მონაწილეები სოციალური დისტანცირების ზომების მოხსნას ითხოვდნენ.

აქციას ჰააგის მერი, იოჰან რემკესი გამოეხმაურა

„ამ აქციას საერთო არაფერი ჰქონია პროტესტთან ან გამოხატვის თავისუფლებასთან. ეს იყო ადამიანთა ჯგუფი, რომელიც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას მიზანმიმართულად ცდილობდა“, – განაცხადა რემკესმა.

პოლიციის განცხადებით, დაკავებულების დიდი ნაწილი უკვე გაათავისუფლეს.