ჰააგაში, ნატო-ს სამიტზე მოსალოდნელია, რომ ალიანსის ლიდერები ახალ თავდაცვით საინვესტიციო გეგმას დაამტკიცებენ, რომელიც თავდაცვის ხარჯების გაზრდას მშპ-ის 5%-მდე ითვალისწინებს
ჰააგაში, ნატო-ს სამიტზე მოსალოდნელია, რომ ალიანსის ლიდერები ახალ თავდაცვით საინვესტიციო გეგმას დაამტკიცებენ, რომელიც თავდაცვის ხარჯების გაზრდას მშპ-ის 5%-მდე ითვალისწინებს

ჰააგაში, ნატო-ს სამიტზე მოსალოდნელია, რომ ალიანსის ლიდერები ახალ თავდაცვით საინვესტიციო გეგმას დაამტკიცებენ, რომელიც თავდაცვის ხარჯების გაზრდას მშპ-ის 5%-მდე ითვალისწინებს.

„ჩვენ ვხვდებით ნამდვილად ისტორიულ მომენტში, ჩვენი უსაფრთხოების წინაშე არსებული მნიშვნელოვანი და მზარდი გამოწვევების ფონზე. მსოფლიო უფრო საშიში ხდება და ამის გთავლისწინებით მოკავშირე ლიდერები მიიღებენ თამამ გადაწყვეტილებებს ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გასაძლიერებლად, რათა ნატო უფრო ძლიერი, სამართლიანი და ლეტალური ალიანსი გახადონ“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ სამიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე.

თავდაცვის ხარჯებთან ერთად, ერთ-ერთი განსახილველი თემა უკრაინის მხარდაჭერა იქნება. სამიტზე ჩავა უკრიანის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელსაც ღონსიძიების ფარგლებში დაგემილი აქვს ორმხივი შეხვედრები. ასევე დაგეგმილია ნატო-ს, ევროკავშირის და უკრიანის ლიდერების შეხვედრა და ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომა.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინას ჰქონდეს, რაც სჭირდება თავდაცვისთვის დღეს და შეკავებისთვის მომავალში. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევია და შენარჩუნდება“, – განაცხადა რუტემ.

ასევე, სამიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან.

ცნობისთვის, ნატო-ს სამიტი 24-25 ივნისს გაიმართება. ნიდერლანდები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტს პირველად მასპინძლოობს.