გზის მორეცხვის გეგმური სამუშაოების ფარგლებში, პეკინის გამზირი მოირეცხა
გზის მორეცხვის გეგმური სამუშაოების ფარგლებში, პეკინის გამზირი მოირეცხა

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში გზის მორეცხვის გეგმური სამუშაოები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, სპეციალური ტექნიკის დახმარებით, პეკინის გამზირი მოირეცხა.

სამუშაოების მიმდინარეობას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე გაეცნენ.

როგორც „თბილსერვის ჯგუფში“ აცხადებენ, გზის მორეცხვის სამუშაოები ყოველდღიურად ჩატარდება და ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. სამუშაოების ფარგლებში თბილისის ათივე რაიონის ცენტრალური ქუჩები და გამზირები მოირეცხება.

მათივე ცნობით, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, დამუშავდება: ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზა, თამარაშვილის, კოსტავას, შარტავას, ჩოლოყაშვილის, პუშკინის, ბარათაშვილის, გორგასალის, ჯავახიშვილის (ელბაქიძის აღმართი), მარჯანიშვილის, ათონელის, ამაღლების, სულხან-საბას, ლეონიძის, ინგოროყვას, ქიაჩელის, ახვლედიანის, ნიკოლაძის, ბუშის, კაჩინსკის, დადიანის, ვეკუას, ხიზანიშვილის, დუმბაძის, ნონეშვილის, ცაბაძის, წინამძღვრიშვილის, აბასთუმანის, პაიჭაძის, პეტრიწის ქუჩები.

გარდა ამისა, მოირეცხება: თავისუფლების, ევროპის, ავლაბრის, გრიგოლ ორბელიანის და  გმირთა მოედნები; რუსთაველის, ჭავჭავაძის, პეკინის, აღმაშენებლის, წერეთლის, გურამიშვილის, რობაქიძის, ქეთევან დედოფლის გამზირები. მორეცხვის სამუშაოები ჩატარდება გალაკტიონის, ბარათაშვილის, მეტეხისა და მშრალ ხიდებზეც.

დედაქალაქში გზების მორეცხვის სამუშაოები 22:00-დან 03:00 საათამდე იწარმოებს.