გზების დეპარტამენტმა ჩინურ კომპანიებს ჩინეთის მოქალაქეების შემოყვანისგან დროებით თავის შეკავება მოსთხოვა
გზების დეპარტამენტმა ჩინურ კომპანიებს ჩინეთის მოქალაქეების შემოყვანისგან დროებით თავის შეკავება მოსთხოვა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტმა მის მართვაში არსებულ პროექტებზე დასაქმებულ ჩინურ კომპანიებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დამატებითი სამუშაო ძალის შემოყვანაზე დროებით თავის შეკავება მოთხოვა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განმარტებით, შეზღუდვა გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ შესაბამისი სამსახურები არ დარწმუნდებიან, რომ კომპანიები სათანადოდ იცავენ დაავადების პრევენციისთვის საჭირო ყველა სტანდარტსა და რეკომენდაციას.

„ასეთი შეზღუდვის დაწესება განაპირობა 22 თებერვალს ჩინეთიდან ჩამოსული ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლების განთავსებასთან დაკავშირებით გაჩენილმა კითხვებმა“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

დატოვე კომენტარი