გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის ერთ-ერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

00:40, 03.10.2021

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 155-ე კილომეტრზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

„შეგახსენებთ, რომ რიკოთის ერთ-ერთ მონაკვეთზე მიწის მასის ჩამოშლის გამო, მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით მხოლოდ ერთ ზოლზე მიმდინარეობდა.

ტრაილერებისთვის კი, მოძრაობა დროებით, გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებამდე, აიკრძალა“, – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მსგავსი