საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გოდერძის უღელტეხილზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები

17:24, 24.11.2020

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ 106-კმ 123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,

მათივე ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

რაც შეეხება გზის დანარჩენ მონაკვეთებს, გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მსგავსი