გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩქაროსნულ მაგისტრალსა და რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ინტენსიურად თოვს
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩქაროსნულ მაგისტრალსა და რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ინტენსიურად თოვს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ჩქაროსნულ მაგისტრალსა და რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე აღინიშნება ინტენსიური თოვა და ძლიერი ქარი, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, გზების გაწმენდითი და ტექნიკური მარილით დამუშავების სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მძღოლებს, დაემორჩილონ გზებზე არსებულ რეჟიმებს და იმოძრაონ ზამთრის შესაბამისი საბურავებით, მოძრაობის შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით.