გზების დეპარტამენტი - სასიგნალო მოწყობილობის გააქტიურების გამო სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება
გზების დეპარტამენტი - სასიგნალო მოწყობილობის გააქტიურების გამო სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ124-კმ139 მონაკვეთზე (დაბა სტეფანწმინდა-ლარსი) დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, შეზღუდვის მიზეზი უხვი ნალექის შედეგად მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 135-ე კმ-ზე, დევდორაკის გვირაბის მიმდებარედ სასიგნალო მოწყობილობის გააქტიურება გახდა.