გზების დეპარტამენტი – რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, თბილისის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

10:45, 23.02.2021

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ლიპყინული, ქარი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მსგავსი