გვიუდნი იოუჰანესონი - საქართველო ლამაზია, ისლანდიელები ვგულშემატკივრობთ საქართველოს [ვიდეო]

ისლანდიის პრეზიდენტი გვიუდნი იოუჰანესონი აცხადებს, რომ ისლანდიელები საქართველოს გულშემატკივრობენ.

როგორც იოუჰანესონმა რეიკიავიკის სამიტზე ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მათ უყვართ ქართული კულტურა.

„შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენ, ისლანდიელები ვგულშემატკივრობთ საქართველოს, გვიყვარს ქართული ღვინო, კულტურა და ენა“, – აღნიშნა ისლანდიის პრეზიდენტმა.

ამასთან, გვიუდნი იოუჰანესონმა ქართველ ჟურნალისტებს ქართულადაც მიმართა: „საქართველო ლამაზია. მე შენ მიყვარხარ“.

ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტი რეიკიავიკში დღეს გაიხსნა. სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობს. ირაკლი ღარიბაშვილი სამიტის მონაწილეებს 17 მაისს სიტყვით მიმართავს.