გვინეა-ბისაუს პრემიერ-მინისტრ ნუნო გომეს ნაბიამს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც „ბიბისი“ წერს, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
„კოვიდ-19“-ით ასევე ინფიცირებულია გვინეა-ბისაუს მთავრობის სამი წევრი, კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრი, რეგიონული დაგეგმარების სახელმწიფო მდივანი და საზოგადოებრივი წესრიგის სახელმწიფო მდივანი. ისინი კარანტინში იმყოფებიან.
დასავლეთ აფრიკაში მდებარე ქვეყანაში დადასტურებულია კორონავირუსის სულ 205 შემთხვევა. გარდაცვლილია ერთი ადამიანი.