გვილიას შესანიშნავი დებიუტი  
გვილიას შესანიშნავი დებიუტი  

ვაკო გვილიამ პოლონური კარიერა შესანიშნავად დაიწყო – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის ახალი გუნდი, ზაბჟეს​გურნიკი“ კვიპროსში ემზადება და ვაკომ ახალი გუნდის ფორმა პირველად მოირგო.

პოლონელებმა პირველი საკონტროლო შეხვედრა კვიპროსის მეორე ლიგის დერინეას​ანაგენისთან“ გამართეს და 8:0 მოიგეს. ვაკო გვილიამ პირველი საგოლე შეტევა წამოიწყო, მეორეზე საგოლე გადაცემა გააკეთა, მეოთხე გოლი მისი წამოწყებული შეტევის შემდეგ გავიდა და მეხუთედ მეტოქის კარი თავად აიღო.

24 წლსი ნახევარმცველის ტრანსფერი შვეიცარიულ „​ლუცერნს“ ეკუთვნის, თუმცა, იჯარით ახლახანს პოლონურ „გურნიკში“ გადავიდა, სადაც წლის ბოლომდე ითამაშებს.