გვილიას დიდი აღიარება - ქართველი ფეხბურთელი პოლონეთის ჩემპიონში ყველაზე სასარგებლოა
გვილიას დიდი აღიარება - ქართველი ფეხბურთელი პოლონეთის ჩემპიონში ყველაზე სასარგებლოა

პოლონეთის საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე ქართველია – ინფორმაციას გვერდი legia.net ავრცელებს.

ვარშავის „ლეგიასა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ე.წ. გერმანული სისტემით პოლონეთის საფეხბურთო ჩემპიონატში გუნდიდან ყველაზე მეტი ქულა დააგროვა.

გვილიამ 11 გოლი გაიტანა და გუნდის ბომბარდირს, თანაგუნდელ იაროსლავ ნეზგოდას, სულ ორი ბურთით ჩამორჩა. საგოლე გადაცემებით კი გვილია მეორე ადგილზეა – სეზონზე მისი გადაცემებით 9 გოლი გავიდა.

ჯამში, ვაკო გვილიამ გერმანული სისტემით 20 ქულა დააგროვა და ლიგის გამარჯვებული გუნდის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე გახდა.