ვაკო გვილიამ პოლონური ექსტრაკლასას ძირითადი ეტაპის ბოლო შეხვედრა „ლეგია.ნეტ“-თან შეაფასა. 30-ე ტურში ვარშავის „ლეგია“ ზაბრჟეში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის ყოფილ გუნდს,„გურნიკს“ ესტუმრა და მოულოდნელად 2:0 დამარცხდა.
„მოგება გვინდოდა. გოლის გატანის უამრავი შანსი გვქონდა, მაგრამ ესაა ფეხბურთი. საუკეთესო გუნდი ყოველთვის ვერ იმარჯვებს. არ ვიცი, დავიმსახურეთ თუ არა ეს წაგება. მთავარია, სწორად გავაანალიზოთ მატჩი, რომელიც უკვე ისტორიაა. ახლა შემდეგ შეხვედრაზე უნდა გადავერთოთ“, – ამბობს ვაკო გილია.
„ლეგიას“ ნახევარმცველმა თავის ყოფილ გუნდზეც ილაპარაკა: „ზაბრჟეში 6 თვე ვთამაშობდი. ამიტომ მატჩი განსაკუთრებული იყო ჩემთვის. „გურნიკის“ ფეხბურთელებს კარგად ვიცნობ. თუმცა, ახლა ჩემთვის მნიშვნელოვანი „ლეგიას“ ინტერესებია და მსურს, გუნდს წარმატებაში დავეხმარო“.