„ლეგია“ გვილიაზე ინფორმაციას ავრცელებს - ის ჩვენთან ივარჯიშებს და ფორმის აღდგენას შეეცდება #1TVSPORT
„ლეგია“ გვილიაზე ინფორმაციას ავრცელებს - ის ჩვენთან ივარჯიშებს და ფორმის აღდგენას შეეცდება #1TVSPORT

„საქართველოს ნაკრების წარმომადგენელი, დედაქალაქის კლუბის ყოფილი ფეხბურთელი ვალერიან გვილია, სამწვრთნელო შტაბის თანხმობით, გუნდთან ერთად ვარჯიშებს შეუერთდა“, – წერია „ლეგიას“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ვარშავული კლუბის განცხადებიდან ირკვევა, რომ 28 წლის გამოცდილი ნახევარმცველი ტრავმის შემდეგ ფორმის აღდგენას ცდილობს:

„ვალერიან გვილია მუხლის ტრავმის შემდეგ ფორმის აღდგენას ცდილობს. კლუბი მას მისცემს შესაძლებლობას, ივარჯიშოს და გუნდთან ერთად ოპტიმალურ ფიზიკურ კონდიციებს მიაღწიოს. ის სავარჯიშო პროცესში სამშაბათიდან ჩაერთო“.

საქართველოს ეროვნული ნაკრების პრესსამსახურის ცნობით, გვილია კარიერას სწორედ ვარშავის „ლეგიაში“ გააგრძელებს. ქართველი ნახევარმცველი „ლეგიაში“ 2019-2021 წლებში თამაშობდა და პოლონეთის ორგზის ჩემპიონი გახდა. მან ვარშავული კლუბის ფორმით 71 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა. ამის შემდეგ გვილია ჩესტოხოვას „რაკოვში“ გადავიდა, მაგრამ თებერვალში კონტრაქტი გაწყვიტა და ეს პერიოდი თავისუფალი აგენტი იყო.