გვილიამ პენალტი გააფუჭა და წააგო
გვილიამ პენალტი გააფუჭა და წააგო

შვეიცარიის სუპერლიგის 32-ე ტურში ვაკო გვილიასლუცერნი“ გათამაშების ლიდერ „იანგ ბოიზს“ ესტუმრა და დამარცხდა.

ქართველი სპორტსმენი „ლუცერნის“ ძირითად შემადგენლობაში იყო. მის გუნდს მოგების მშვენიერი შანსი ჰქონდა, რადგან 47-ე წუთზე კრისტიან შნოილმა დააწინაურა. ხუთ წუთში ლიდერმა გიომ ოაროს პენალტით წონასწორობა აღადგინა. 76-ე წუთზე „ლუცერნმა“ მეორე ბურთის გატანის რეალური შანსი გაანიავა – სტუმართა სასარგებლოდ დანიშნული პენალტი ვაკო გვილიამ შეასრულა და ვერ გამოიყენა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთხ წუთში შეცვალეს, საბოლოო ანგარიში კი 89-ე წუთზე ჟან-პიერ ნსამე დაფიქსირდა და „იანგ ბოიზის“ 2:1 გაიმარჯვა.

წაგების მიუხედავად, „ლუცერნი“ 46 ქულით მესამე ადგილზეა, თუმცა მეოთხეადგილოსანი მხოლოდ ქულით უსწრებს „სენგ გალენს“, რომელიც ხვალ „ლუგანოს“ შეხვდება.