ვაკო გვილიამ ვარშავის „ლეგიას“ ფორმით სეზონის განახლება გოლით აღნიშნა – ეს პოლონეთის თასის მეოთხედფინალურ შეხვედრაში მოხდა.
კორონავირუსის პანდემიის გამო, პოლონეთში სეზონი 8 მარტს ჩემპიონატის შეხვედრით შეწყდა. ორთვენახევრიანი იძლებითი პაუზის შემდეგ, ვარშაველებმა პირველი შეხვედრა გასვლაზე გასვლაზე „ლეგნიცასთან“ გამართეს და 2:1 დაამარცხეს.
ანგარიში ეფექტური გოლით მე-17 წუთზე ვაკო გვილიამ გახსნა. საქარტელოს ნაკრების ნახევარმცველი ვარშაველთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც შეხვედრის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი გახლდათ. მასპინძლებმა 88-ე წუთზე მხოლოდ სხვაობის შემცირება შეძლეს და მატჩი ვარშაველტა სასარგებლოდ 1:2 დასრულდა.
„ლეგია“ პოლონეთის თასის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე წილისყრის შედეგად გაირკვევა.