გვილია შვეიცარიაში დააფასეს - ზედიზედ მეორედ სიმბოლურში [ვიდეო]

ვაკო გვილიამ შვეიცარიის საფეხბურთო სუპერლიგაში ჯერ მხოლოდ ოთხი მატჩი ჩაატარა, გამოცემა „ბლიკ სპორტმა“ (blick.ch) კი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მეორედ დაასახელა.

24-ე ტურში ვაკო გვილიას „ლუცერნი“ „სიონს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 1:1. სტუმრებმა წონასწორობა 45-ე წუთზე აღადგინეს, რაშიც მნიშვნელოვანი როლი საქართველოს ნაკრების 23 წლის ნახევარმცველმა ითამაშა – გვილიამ პასკალ შურპფს ბურთი მოედნის ცენტრიდან სამ მცველს შორის გაუძვრინა და მეკარესთან პირისპირ გაიყვანა – 1:1.

59-ე წუთზე გვილიამ თავადაც შეუტია და „ლუცერნის“ დაწინაურება შეეძლო, მაგრამ მისი უძლიერესი დარტყმის შემდეგ, მასპინძლები მეკარე კევინ ფიკენტშერმა აშკარა გოლისგან იხსნა.

ლუცერნის“ ახალწვეული სტანდარტულების შესრულებისას ძალიან სახიფათოა. შურპფმა მისი გადაცემით გაიტანა. ძლიერი ნახევარმცველია“, – წერს blick.ch.