გვილია პოლონეთის ჩემპიონატის სიმბოლურშია
გვილია პოლონეთის ჩემპიონატის სიმბოლურშია

ვაკო გვილია პოლონეთის ჩემპიონატის (ეკსტრაკლასა) 35-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებშია – საუკეთესო 11 მოთამაშე ეკსტრაკლასას ოფიციალურმა გვერდმა დაასახელა.

ვაკო გვილიამ პოლონეთის ჩემპიონატის 35-ე ტურში ვარშავის „ლეგიამ“ „კრაკოვიას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. გვილიამ შეხვედრა „ლეგიას“ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. 23-ე წუთზე ვარშაველელებმა ანგარიში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის წამოწყებული შეტევის შემდეგ გახსნეს, 75-ე წუთზე კი კრაკოველთა კარი ზუსტი დარტყმით თავად გვილიამ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.

ვარშაველებმა 35 ტურის შემდეგ 68 ქულა დააგროვეს და პოლონეთის ჩემპიონობა ისტორიაში მეცამეტედ მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ პოლონეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა ტურის სიმბოლურ გუნდში ვაკო გვილია მიმდინარე სეზონში მეოთხედ დაასახელა.