გვილია გიბრალტართანაც ვერ ითამაშებს, კიტეიშვილი ნაკრებთან ერთად მიემგზავრება
გვილია გიბრალტართანაც ვერ ითამაშებს, კიტეიშვილი ნაკრებთან ერთად მიემგზავრება

ვაკო გვილია საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება – ეს ირლანდიასთან შეხვედრის შემდეგ „ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა განაცხადა.

2020-ის შესარჩევი ჯგუფის მეექვსე ტურში, საქართველოსა და ირლანდიის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა (რომელიც 0:0 დასრულდა) ვარშავის „ლეგიას“ ქართველმა ნახევარმცველმა გამოტოვა და მატჩის განაცხადშიც არ ყოფილა.

გვილიას ამბავი მას შემდეგ გაირკვა, რაც ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გვილიას უთამაშებლობის მიზეზებზე გააკეთა. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოთარ კიტეიშვილის მდგომარეობაზეც ილაპარაკა, რომელიც შეხვედრის მიწურულს ასევე ტრავმის გამო შეცვალა.

„ვაკო გვილიამ იმიტომ ვერ ითამაშა, რომ ტრავმა აქვს, კუნთი აწუხებს და სათამაშოდ მზად არ იყო. ის გუნდთან ერთად გიბრალტარშიც არ იქნება. რაც შეეხება კიტეიშვილს, მცირე ტრავმის მიუხედავად, ის შემდეგ შეხვედრაზე გუნდს გამოყვება და იმედია, თამაშს შეძლებს“ – ამბობს ვლადიმირ ვაისი.

საქართველოს ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის D ჯგუფის შემდეგ შეხვედრას 15 ოქტომბერს გასვლაზე გიბრალტართან ჩაატარებს.

დატოვე კომენტარი