გვიან ღამით უკრაინის თავდაცვის ძალებმა ანექსირებულ ყირიმში, სარკინიგზო ხიდზე იერიში მიიტანეს

16:00, 07.09.2026

გვიან ღამით უკრაინის თავდაცვის ძალებმა ანექსირებულ ყირიმში მდებარე სარკინიგზო ხიდზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„ვლადისლავივკასთან, დროებით ოკუპირებულ ჩრდილოეთ ყირიმის არხზე გამავალ რკინიგზის ხიდზე იერიში მივიტანეთ. მტერი ხიდს სამხედრო ლოგისტიკისთვის იყენებდა“, – წერია განცხადებაში.

მედიის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა იერიშები მიიტანეს ლუგანსკის ოლქის სოფლებზე, ნიჟნი ნაჰოლჩიკსა და დოვჟანსკეზე, ასევე ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ აზოვსკეში მდებარე რუსეთის სამეთაურო პუნქტებზე. ამასთან, დაიბომბა ლუგანსკის ოლქის სოფელ ტეპლეს მახლობლად მდებარე რუსული საბრძოლო მასალის საწყობი.

მსგავსი