გვიან ღამით სერბეთის სხვადასხვა ქალაქში დემონსტრანტებმა მაგისტრალები გადაკეტეს
გვიან ღამით სერბეთის სხვადასხვა ქალაქში დემონსტრანტებმა მაგისტრალები გადაკეტეს.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, დემონსტრანტებმა გზებზე საბურავები და ნაგვის კონტეინერები განათავსეს. აქციის მონაწილეების თქმით, ქუჩების ბლოკადა შაბათს ბელგრადის ცენტრში გამართული მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციის შემდეგ ბევრი ადამიანის დაკავების საპასუხოდ მოხდა.
აქციაში დაახლოებით 140 000 ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეები, ვადამდელ არჩევნებსა და პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის 12-წლიანი მმართველობის დასრულებასთან ერთად, აქციის დროს დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვდნენ.
ცნობისთვის, სერბეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2027 წელს არის დაგეგმილი.