გვატემალაში ვულკანი ფუეგო ამოიფრქვა
გვატემალაში ვულკანი ფუეგო ამოიფრქვა

გვატემალაში ვულკან ფუეგოს მორიგი გააქტიურების გამო ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ამის შესახებ ქვეყნის სტიქიური უბედურების ეროვნული სამმართველო იუწყება. ბოლო მონაცემებით, ფერფლისა და კვამლის სიმაღლე 4,8 კილომეტრს აღწევს. კრატერიდან ამოფრქვევა დაიწყო ვულკანურმა ლავამაც. სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

ვულკანი ფუეგო ბოლოს 2018 წლის 3 ივნისს ამოიფრქვა. ტრაგედიამ 1,7 მილიონი მოსახლე დააზარალა. ოფიციალური მონაცემებით, ზაფხულში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად, 160 ადამიანი დაიღუპა.