გვატემალაში ავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად, სულ მცირე, 51 ადამიანი დაიღუპა

20:18, 10.02.2025

გვატემალაში ავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად, სულ მცირე, 51 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსში 75 ადამიანი იმყოფებოდა.

ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

გვატემალას პრეზიდენტმა, ბერნარდო არევალომ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

მსგავსი