გვატემალამ იერუსალიმში საელჩო გახსნა
გვატემალამ იერუსალიმში საელჩო გახსნა

აშშ-ის შემდეგ, იერუსალიმში საელჩო გვატემალამ გახსნა.

საელჩოს გახსნის ცერემონიალს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად, გვატემალას პრეზიდენტი, ჯიმი მორალესი და საგარეო საქმეთა მინისტრი, სანდრა ჯოველი ესწრებიან.

მოგვიანებით, ნეთანიაჰუსა და მორალესს შორის ოფიციალური შეხვედრა გაიმართება.

1959 წელს გვატემალა იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც საელჩო იერუსალიმში გახსნა, თუმცა შემდეგ თელ-ავივში გადაიტანა. აშშ-ის შემდეგ, გვატემალა პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც 2017 წლის 24 დეკემბერს იერუსალიმი ისრაელის დედაქალად აღიარა.