გვატემალა თელ-ავივიდან იერუსალიმში საელჩოს16 მაისს გადაიტანს
გვატემალა თელ-ავივიდან იერუსალიმში საელჩოს16 მაისს გადაიტანს

გვატემალა თელ-ავივიდან იერუსალიმში საელჩოს16 მაისს გადაიტანს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ჯიმი მორალესმა განაცხადა.

გვატემალას პრეზიდენტი ამერიკელი ებრაელების კომიტეტის ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

გვატემალა იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალშია, რომლებმაც დეკემბერში აშშ-ის გადაწყვეტილებას დაუჭირეს მხარი და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარეს. ასევე, ის პირველი ქვეყანაა აშშ-ის შემდეგ, რომელმაც იერუსალიმში საელჩოს გადატანის თარიღი გამოაცხადა.

აშშ-ი გვატემალასთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. დეკემბერში ტრამპის გადაწყვეტილების კენჭისყრამდე აშშ-ის პრეზიდენტი ქვეყნებს, რომლებიც გაერო-ს რეზოლუციას დაუჭერდნენ მხარს, ფინანსური დახმარების შეწყვეტით დაემუქრა.

ამასთან, იერუსალიმში საელჩოს გადატანის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა პარაგვაიმაც. მათი თქმით, ეს მაისის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით კი, აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში 14 მაისს გახსნიან.

დატოვე კომენტარი