გვარდიოლას რეკორდი - ზედიზედ მეოთხედ თვის მწვრთნელი
გვარდიოლას რეკორდი - ზედიზედ მეოთხედ თვის მწვრთნელი

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა – ესპანელი სპეციალისტი ზედიზედ მეოთხედ გახდა ინგლისის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მწვრთნელი.

დეკემბერში პრემიერლიგის ლიდერმა “სიტიმ” შვიდი მატჩიდან ექვსი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა.
მანამდე, გვარდიოლა პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელად 2017 წლის სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში დაასახელეს.

ამჯერად, ესპანელმა გაუსწრო სემ ელერდაისს (“ევერტონი“), ანტონიო კონტეს (“ჩელსი”), როი ჰოჯსონს (“კრ. პალასი”), იურგენ კლოპსა (“ლივერპული”) და მაურისიო პოჩეტინოს (“ტოტენჰემი”).