გვარდიოლამ ყველაზე ნიჭიერი მოთამაშე დაასახელა, ვინც კი ოდესმე უნახავს და ეს მესი არ არის
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ თავისი გუნდის 19 წლის ნახევარმცველს ფილ ფოდენს ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი უწოდა მათგან, ვინც კი საკუთარი თვალით უნახავს.
„ფილი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეა, ვინც კი ოდესმე მინახავს. მისი პრობლემა იმაშია, რომ ხანდახან მწვრთნელი ძირითად შემადგენლობაში არ აყენებს. ის ყველა წუთს იმსახურებს, მაგრამ მათი მიღება რთულია იმის გათვალისწინებით, ვინ არიან კონკურენტები. ის დაუჯერებლად მუშაობს. მან იცის, რომ აქ ვარ იმისთვის, რათა დავეხმარო“, – მოჰყავს გვარდიოლას სიტყვები გაზეთ „ასს“ (AS).
2018-19 წლების სეზონში ფოდენმა 26 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი შეასრულა.