ფილ ფოდენმა შეიძლება კარიერა „რეალში“ გააგრძელოს #1TVSPORT
ფილ ფოდენმა შეიძლება კარიერა „რეალში“ გააგრძელოს #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ შემტევმა ნახევარმცველმა, ფილ ფოდენმა, შესაძლოა, კარიერა მადრიდის „რეალში“ გააგრძელოს.

გამოცემა Fourfourtwo-ს ინფორმაციით, ამ მომენტისთვის მადრიდული კლუბი ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ ფეხბურთელი ლა ლიგაში გადასვლაში დაარწმუნოს.

ფოდენის ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 100 მილიონი ფუნტია.

ფილ ფოდენმა პრემიერლიგის ბოლო ტურში „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ დუბლი შეასრულა. ამ სეზონში მას ყველა ტურნირზე 18 გოლი დაუგროვდა, რაც ახალი პირადი რეკორდია.