გვარდიოლა „სიტის“ ახალ კონტრაქტზე მოელაპარაკა #1TVSPORT
გვარდიოლა „სიტის“ ახალ კონტრაქტზე მოელაპარაკა #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ახალ კონტრაქტზე მოილაპარაკა ინგლისურ კლუბთან, – ამტკიცებს გაზეთი The Sun.

მხარეებს შორის არის შეთანხმება ხელშეკრულების 2025 წლის ზაფხულამდე გაგრძელების შესახებ. გვარდიოლას მოქმედი კონტრაქტი „მანჩესტერ სიტისთან“ 2023 წლის 1 ივლისამდეა ძალაში.

შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში „ლივერპულთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა ბოლო წლებში გვარდიოლას მთავარმა კონკურენტმა იურგენ კლოპმა. ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ კლოპთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ უმოქმედია მის საკუთარ გადაწყვეტილებაზე.