„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ კლუბის ნახევარმცველის, ფილ ფოდენის დაბრუნების შესახებ ისაუბრა.
„მან 45 წუთი ითამაშა კვირის შუა პერიოდში, გასულ სეზონში კი საუკეთესო მოთამაშე იყო. ახლა ის დასაბრუნებლად იბრძვის. ფოდენი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ მიხარია მისი დაბრუნება“, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.
ფოდენი არ იყო ინგლისის ჩემპიონატის მე-2 ტურის მატჩის განაცხადში „იფსვიჩ თაუნთან“, ასევე გამოტოვა მე-3 ტურის შეხვედრაც. ხანმოკლე პაუზის შემდეგ ფილ ფოდენი დაბრუნდა ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში „ინტერთან“, რომელიც 18 სექტემბერს ჩატარდა და 0:0 დასრულდა.