გვახსოვს, ვმოქმედებთ, ჩვენი ცხოვრება აივ-ზე მეტია - ამ დევიზით დღეს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება
გვახსოვს, ვმოქმედებთ, ჩვენი ცხოვრება აივ-ზე მეტია - ამ დევიზით დღეს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება

გვახსოვს, ვმოქმედებთ, ჩვენი ცხოვრება აივ-ზე მეტია – ამ დევიზით დღეს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებმა და მათმა შვილებმა სიმბოლურად კლინიკის ეზოში წითელი ბუშტები გაუშვეს და საზოგადოებას სოლიდარობისკენ,  ინფიცირებულებს კი მკურნალობისკენ მოუწოდეს.

2020 წლის 21 მაისის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფექციით 8316 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 1600-ზე მეტი კი გარდაიცვალა.