გუტი „ალმერიას“ მწვრთნელობიდან დაითხოვეს
გუტი „ალმერიას“ მწვრთნელობიდან დაითხოვეს

მადრიდის „რეალის“ ყოფილი ნახევარმცველი გუტი „ალმერიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს, – წერს გაზეთი „მარკა“. 43 წლის სპეციალისტი სეგუნდა დივიზიონის გუნდს 2019 წლის ნოემბრიდან წვრთნიდა

„ალმერიას“ ხელმძღვანელობამ გუტის დათხოვნის გადაწყვეტილება „ალკორკონთან“ წაგების (0:1) შემდეგ მიიღო. მეორე დივიზიონის დასრულებიდან ხუთი ტურით ადრე, „ალმერიამ“ გაიუარესა პრიმერაში პირდაპირი გზით გადასვლის შანსები. ახლა, გუნდი ხუთი ქულით ჩამორჩება მეორე ადგილს.